66
09 დეკემბერი 2025, 20:44
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ლიდერის, დონალდ ტრამპის უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებაზე რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, ის ამისთვის ყოველთვის მზად არის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის“, - უპასუხა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა გაზეთ La Repubblica-ს.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს.
მისი თქმით, უკრაინა ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებს, რაც დემოკრატიას აღარ ჰგავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |