არ მგონია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ტრამპის განცხადების შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 10 დეკემბერი 2025, 11:27

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე ევროპაში ამერიკის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროპული ბიუროკრატია აშშ-ის პოზიციას გაითვალისწინებს და ამ მხრივ საკუთარ პოლიტიკას შეცვლის.

„იცით, როგორი რეაქცია მოჰყვა ევროპელი ლიდერების მხრიდან ტრამპის განცხადებას, [ამბობენ] თითქოს ამერიკა ერევა შიდა საქმეებში. გავიხსენოთ იგივე ამერიკის ელჩის განცხადება საფრანგეთთან მიმართებაში და როგორი რეაქცია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტს. და რატომღაც უკვირს, რომ ჩვენნაირ მცირე სახელმწიფოს აქვს რეაქცია ღია ჩარევებზე, რომლებსაც ვხედავთ ზოგიერთი ელჩის, სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან. არ მგონია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ტრამპის განცხადების შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გარე ჩარევების საფრთხე არსებობს. წარმოიდგინეთ რამხელა ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს ჩვენი სამშობლო, როცა ევროპული ბიუროკრატია ასე ღიად და უსამართლოდ, დაუფარავად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, - აცხადებს ბოჟაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი