საქართველოში ყველას აქვს უფლება თავისი აზრი, პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 10 დეკემბერი 2025, 11:33

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოში ყველას, აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს.

„კანონში [„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“] შესატანი ცვლილებები არ ზღუდავს პროტესტის გამოხატვას, არანაირად არ არის ადამიანის უფლებების ან აზრისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. იმიტომ, რომ ყველას საქართველოში, აქვს უფლება თავისი აზრი, თავისი პროტესტი დააფიქსიროს, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი