47
10 დეკემბერი 2025, 11:45
ევროპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოცულობა მკვეთრად მცირდება. ინფორმაციას ფრანგული მედია გერმანიის კილის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, ევროკავშირის მიერ 2025 წელს გამოყოფილი დახმარება მოცულობის თვალსაზრისით, შესაძლოა, 2022 წლის შემდეგ ყველაზე მცირე აღმოჩნდეს.
დახმარების შემცირება გრძელდება. როგორც კილის ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული, ეს იმის გამო ხდება, რომ ევროპელებს შემცირებული ამერიკული დახმარების კომპენსირება არ შეუძლიათ.
„ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპამ 2025 წლის პირველი ნახევრის ტემპების შენარჩუნება ვერ შეძლო“, - ციტირებს მედია კილის ინსტიტუტის წარმომადგენელს კრისტოფ ტრებეშს, რომელიც 2022 წლიდან უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარების საკითხებს იკვლევს.
ფრანგული მედიის თანახმად, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე უკრაინისთვის მიწოდებული საერთო სამხედრო დახმარების ნახევარი აშშ-ზე მოდიოდა. ტრამპი ამ ინიციატივიდან გავიდა. თავდაპირველად ევროპელებს დანაკარგების კომპენსირება შეეძლოთ, თუმცა ზაფხულიდან მათ ტემპი დააგდეს.
მედიის ცნობით, 2025 წლის ცხრა თვეში ევროპამ უკრაინას 32,5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გადასცა. უკრაინის მოკავშირეებს დარჩენილ დროში 5 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ, რათა 2022 წლის, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს დაეწიონ (37,6 მილიარდი ევრო), და 9 მილიარდი ევროს, რათა დახმარების ღირებულების საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდნენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |