პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი ამერიკა-რუსეთის დიალოგს სრულად უჭერს მხარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 10 დეკემბერი 2025, 12:19

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა რომ ბუდაპეშტი სრულად უჭერს მხარს ამერიკა-რუსეთის დიალოგს და სჯერა, რომ ის მშვიდობამდე მივა.

სიიარტო იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური სანქციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ვუთხარი, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-რუსეთის დიალოგს და გვჯერა, რომ ის მშვიდობამდე მიგვიყვანს. ეს თუ მოხდება, ეკონომიკური სანქციების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება. ახალი გლობალური ეკონომიკური გარემო უზარმაზარ შესაძლებლობებს მოიტანს. უნგრეთს საუკეთესო საწყისი პოზიცია სურს“, - დაწერა სიიარტომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი