49
10 დეკემბერი 2025, 13:44
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მას ხელში BBC News-ის სამსახურებრივი წერილი ჩაუვარდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპის შესახებ მათ მიერ გაშუქებული ამბავი უზუსტო იყო, მაგრამ საჯარო უარყოფა არსად გამოქვეყნებულა.
აღნიშნული განცხადებები ეხებოდა ლიზ ჩეინის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილს, რომელიც „რესპუბლიკურ“ პარტიაში ტრამპის მკაცრი კრიტიკოსია.
The Telegraph-ი წერს, რომ გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე BBC News America-ს წამყვანმა განაცხადა, რომ ტრამპმა „როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ ლიზ ჩეინი საგარეო პოლიტიკის შესახებ მისი პოზიციის გამო უნდა დახვრიტონ“.
BBC News-ის სხვა წამყვანმა სტუმარს ჰკითხა: „მან [ტრამპმა] წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, რომ მას სურს, რომ ადამიანებმა ლიზ ჩეინის სახეში ესროლონ... ქალები დადებითად რეაგირებენ ასეთ რაღაცაზე?“.
იმავე საღამოს BBC-ის რედაქტორმა სარა სმიტმა გადაცემაში Six O`Clock News განაცხადა, რომ ბატონი ტრამპი „აგრესიულ რიტორიკას აძლიერებს“.
მან აგრეთვე დაამატა, რომ: „ბოლო კონფლიქტში დონალდ ტრამპს ბრალი დასდეს შურისძიებაში და სურვილში გახდეს ტირანი, რადგან მან ადამიანებს მისი პოლიტიკური ოპონენტისკენ იარაღის მიშვერისკენ მოუწოდა“.
სინამდვილეში, როგორც The Telegraph-ი წერს, ტრამპმა ლიზ ჩეინი დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ომის რადიკალური მომხრეა“, რომელსაც ჯარისკაცების ომში გაგზავნა, ხოლო თავად ვაშინგტონში უსაფრთხოდ დარჩენა სურს. „მოდით, ის დავაყენოთ შაშხანის პირისპირ, რომელსაც ცხრა ლულა ექნება და მას სახეში ესვრის. კარგი იქნება? ვნახოთ, რას იგრძნობს ის“, - თქვა ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |