50-მა, 100-მა ან თუნდაც 150-მა ადამიანმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 10 დეკემბერი 2025, 14:28

მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.

„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში
საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჟორდან ბარდელა ევროპის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის შეშფოთებას იზიარებს
გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა
თუ ზოგიერთ ბიუროკრატს ეს დააბრუნებს იმ კალაპოტში, რაც არის სამართლიანობის, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კალაპოტი, ეს იქნება მისასალმებელი
გაიმართა სამიტი. წარმოდგენილი იყო შუა აზიის 5 და სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა, არც ერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო
არქივი