35
10 დეკემბერი 2025, 15:21
როდესაც მისი [ევროკავშირის] ინტერესი არის კონკრეტული თემა, მაშინ ისინი არც სამართლიანობას, არც ფაქტებს არად დაგიდევენ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ განცხადებებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.
„დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირს აქვს ორმაგი სტანდარტი. როდესაც მისი [ევროკავშირის] ინტერესი არის კონკრეტული თემა, მაშინ ისინი არც სამართლიანობას, არც ფაქტებს არად დაგიდევენ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ განცხადებებს. ჩვენთვის არ არის სასარგებლო დასავლეთში ბზარის გაჩენა, თუმცა თუ ეს დააბრუნებს ევროკავშირის ზოგიერთ ბიუროკრატს იმ კალაპოტში, რაც არის სამართლიანობის, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კალაპოტი, თავისუფალი აზრის გამოხატვის არ შეზღუდვა, ეს იქნება მისასალმებელი, რადგან სწორედ ასეთი ევროპა არის ჩვენი არჩევანი“, - აღნიშნა სამხარაძემ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებს ევროპის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი ევროპის ცივილიზაციურ უფსკრულზე წერს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |