34
10 დეკემბერი 2025, 15:29
კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა. მათივე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, სასამართლოებთან დაკავშირებით როდესაც არის პოზიტიური წინსვლა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული წინსვლა.
როდესაც ევრობიუროკრატიიდან მოდის შენიშვნა, რომ საქართველოში თურმე დემოკრატიული უკუსვლაა, ეს თანხვედრაში როგორ არის?! ერთ მაგიდაზე უდევთ რეზოლუცია, სადაც საქართველოს სთხოვენ დემოკრატიის განვითარებას და მეორე მაგიდაზე უდევთ თავიანთივე ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნები. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |