მოქმედ კანონს თუ წაიკითხავდით ნახავდით, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 10 დეკემბერი 2025, 15:51

„გირჩევდით, გადაწყვეტილებები კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ წაიკითხოთ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც შედგება პარაგრაფებისგან. როდესაც ერთ პარაგრაფს ჩაიკითხავთ, გააგრძელეთ და სხვა ჩანაწერებიც იხილეთ“- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გორდულაძე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით სოფო ხორგუანის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ტრიბუნიდან ევროპის სასამართლოს განმარტებები წაიკითხა.

გორდულაძის განმარტებით, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ წინასწარი გაფრთხილება შეიძლება კანონით დაწესდეს იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება მანიფესტაცია იმართება ადამიანების ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ამას ორი დანიშნულება აქვს.

„როდესაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდი, კონკრეტულად მოგიყვანეთ სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება, წინასწარ გაფრთხილების გარეშე. როგორ ჩუმად წარმოთქვით ეს სიტყვები, დაბალ ინტონაციაში, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრება მანიფესტაცია უკანონოა და შემდეგ ხმამაღლა განაგრძეთ, რომ მიუხედავად ამისა, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს კონსტიტუციით და კანონდმებლობით გათვალისწინებული უფლების განხორციელება უნდა შეეძლოთო. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ისე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებში ტყუილად არ არის მითითებული წინასწარი გაფრთხილება და როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ წინასწარი გაფრთხილება შეიძლება კანონით დაწესდეს იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება მანიფესტაცია იმართება ადამიანების ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ამას ორი დანიშნულება აქვს. ერთი დანიშნულება ის აქვს, რომ როგორც შსს-მ, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა, უზრუნველყოფა მოახდინონ, მათ შორის, ტრანსპორტის გადაადგილების ალტერნატიული სვლა/გეზის. ასევე მოწყობილი იყოს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი ადგილები. მათ შორის, მოხდეს ზრუნვა აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე. ამავდროულად, იგულისხმებიან სხვა ადამიანებიც და თუ თქვენ გგონიათ, რომ მხოლოდ შეკრება მანიფესტაციის მონაწილე პირები არიან ადამიანები და მხოლოდ მათ აქვთ ადამიანის უფლებები, ძალიან შემცდარხართ“-აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძე ხორგუანს მოუწოდებს მოქმედი კანონი და მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ცვლილებები წაიკითხოს, სადაც ნახავს, რომ „ინდივიდუალურად ვინც დაარღვევს კანონს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“.

„რაც შეეხება შეკრების და მანიფესტაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ესეც აბსოლუტური ტყუილია. როდესაც გაფრთხილებაზეა საუბარი, დიახ, გაფრთხილება აუცილებელია, რომ ერთი მხრივ დაცული და უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციაში მონაწილე პირთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება და მეორე მხრივ, სხვა ადამიანის უფლებები და მათი თავისუფალი გადაადგილება. ამ ადამიანებსაც აქვთ უფლებები და კეთილი ინებეთ, მათაც პატივი ეცით.

სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან წაიკითხეთ, რომ როდესაც აქციის მონაწილე რომელიმე კანონს არღვევს, ეს არ უნდა იყოს სხვა აქციის მონაწილეთა შეკრების უფლების დარღვევი საფუძველი. მართალი ხართ, გეთანხმებით, ამიტომ, გირჩევთ, რომ მოქმედი კანონი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებიც წაიკითხეთ. მოქმედ კანონს თუ წაიკითხავდით პირდაპირ წერია, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს შეკრების და მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის. ანუ, ინდივიდუალურად ვინც დაარღვევს კანონს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ ვინმე პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ესვრის, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილე ყველა პირს კი არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ, როდესაც გამოხვალთ ხოლმე, გთხოვთ, დამრიგებლური ტონით საუბარს თავი დაანებოთ და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ გადაწყვეტილებები და კეთილი ინებეთ, პასუხისმგებლიანად მოიქეცით. პირველ რიგში, საზოგადოებას ეცით პატივი და ერთ მუხლს რომ წაიკითხავთ, მეორეც გააგრძელეთ ხოლმე“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომ საზოგადოება ხმას იმაღლებს - დღეს ბრიუსელი საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში
საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჟორდან ბარდელა ევროპის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის შეშფოთებას იზიარებს
გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა
თუ ზოგიერთ ბიუროკრატს ეს დააბრუნებს იმ კალაპოტში, რაც არის სამართლიანობის, პოლიტიკური მიუკერძოებლობის კალაპოტი, ეს იქნება მისასალმებელი
არქივი