საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 10 დეკემბერი 2025, 16:43

ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა ის 10 ქვეყანა დაასახელა, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წლის მილანის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. ისტორიაში მეორედ, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იქნება.

ათეული სრულად კი ასე გამოიყურება: ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, იტალია, კანადა, საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი