ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 11 დეკემბერი 2025, 22:52

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ეხება ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის დევნის დაწყებასთან.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს", - თქვა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიების პროცესში მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც დადგენილი აქვს სტრასბურგის სასამართლოს.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოს - პროკურატურას ადგილობრივ დონეზე დიდწილად შესრულებულიც კი აქვს და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - განაცხადა სალიამ, რომლის კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: ტრამპმა გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ მათ ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირობებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან
Daily Mail: გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს სურს ოთხი ქვეყნის „ევროკავშირიდან გაყვანა“, როგორც „დავუბრუნოთ ევროპას დიდება“ სტრატეგიის ნაწილი
არქივი