საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 11 დეკემბერი 2025, 22:54

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ - იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ქნესეთის წევრების ვიზიტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად.

„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოში ისრაელის საელჩოსთან, რომელიც ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მსგავსი ხასიათის დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება საქართველოს იმიჯის შელახვას და საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

სუსმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: ტრამპმა გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ მათ ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირობებს
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან
Daily Mail: გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს სურს ოთხი ქვეყნის „ევროკავშირიდან გაყვანა“, როგორც „დავუბრუნოთ ევროპას დიდება“ სტრატეგიის ნაწილი
არქივი