ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 12 დეკემბერი 2025, 23:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველომ ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს, რის ფარგლებშიც, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მათ შორის არის ერთგვარი დემონსტრირება, რამდენად კეთილგანწყობილია საქართველოს ურთიერთობები.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ბევრი სექტორი. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ გადაზიდვებზე, განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეტთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა შეთანხმებული პროექტები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით უზრუნველვყოთ. ჩვენი ინფრასტრუქტურების განვითარება, გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ჩვენმა ქვეყნებმა განაგრძონ, შექმნან ძალიან დიდი ღირებულება, უპირატესობა, ისევე როგორც მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ერთობლივი ძალისხმევით, რომ შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეულად კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, რომელთა შორის დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
არქივი