15
13 დეკემბერი 2025, 00:02
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ.
გადაწყვეტილების მიხედვით, 210 მილიარდ ევრომდე არსებული რუსული აქტივები დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, ვიდრე ისინი სერიოზულად არ მოეკიდებიან მოლაპარაკებებს“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას ჩანიშნული ევროპული საბჭოს სხდომა იქნება გადამწყვეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად მომდევნო წლების განმავლობაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |