„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 13 დეკემბერი 2025, 01:28

„იგლ ჰილსის“ პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული პროექტი, ისტორიული მოცულობის ინვესტიციაა 6.6 მილიარდი ამერიკული დოლარით. თავის მხრივ, ინვესტორი არის მსოფლიოში ნომერ პირველი დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი, ძალიან ბევრი სახასიათო პროექტია მის მიერ და მისი კომპანიის მიერ განვითარებული დუბაიში, ისევე როგორც ევროპის არაერთ ქალაქსა და ქვეყანაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვამ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზეც. 

„ძალიან ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორზე და ინვესტიციაზე. ასეთი მსხვილი ინვესტიციის პირდაპირი გავლენა ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე არის ძალიან დიდი და დადებითი. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და მოიზიდა უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რაც უდიდესი ნდობის დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისადმი, ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მდგრადი განვითარებისადმი. ამაზე დიდი გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაში არსებულმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, რაზეც ინვესტორი საჯაროდ საუბრობს. ასევე ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯზეც“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, გაიზარდა ინტერესი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ყველა ქვეყნიდან, იქნებიან ევროპელი ინვესტორები, ამერიკელი, ჩინელი, თუ ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა, მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორმა, კომპანიამ, ჰოლდინგმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში განეხორციელებინა ინვესტიცია, ამან პირდაპირ დადებითი გავლენა იქონია ჩვენი რეპუტაციის ამაღლებაზე უშუალოდ საინვესტიციო მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და უახლოეს მომავალში არაერთ ახალ ინვესტიციას ვნახავთ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის თანამესაკუთრე, პარტნიორი გახდა საქართველო, რაც, ქვრივიშვილის შეფასებით, კიდევ ერთი მიღწევაა.

„ჩვენ შევძელით და მოვიზიდეთ 6.6 ამერიკული დოლარის ინვესტიცია. მეორე მხრივ, რაც სახელმწიფომ შეძლო და ძალიან საამაყოა, არის ის, რომ ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის თანამესაკუთრე, ანუ პარტნიორი გახდა. სახელმწიფო  აღნიშნულ პროექტში ფლობს 33 პროცენტს. ეს არის მეორე უდიდესი მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თანამფლობელია ქართული მიწების, სახელმწიფო თანამფლობელია უმნიშვნელოვანესი დეველოპერული პროექტის, რომლებიც გონიოსა და დედაქალაქში განვითარდება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა, რა ტიპის ეფექტს მიიღებს ბიუჯეტი „იგლი ჰილსის“ პროექტით, რაზეც ქვრივიშვილმა უპასუხა:

„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ბიუჯეტზე, რა მოცულობის დადებითი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გონიოსა და თბილისში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე ჯამში 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის ადგილები, სადაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც პროექტი ოპერირებაში ჩაეშვება, მუდმივმოქმედად იქნება 8 000 ახალი სამუშაო ადგილი თბილისსა და გონიოში, შეიქმნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რაც შეხება, უშუალოდ, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, პროექტის პირდაპირი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე არის 11 მილიარდი ლარი. სამშენებლო ფაზაზე გადასვლისთანავე მხოლოდ გადასახედებიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად, სულ მცირე, 500 მილიონ ლარს მიიღებს. ამასთან, პროექტი რაც დასრულება და ოპერირებაში შევა, დაიწყება შემოსავლის მიღება, სახელმწიფო თავისი 33-პროცენტიანი წილის ეკვივალენტ შემოსავალს მიიღებს. მოლოდინი გვაქვს, რომ დაახლოებით ათი წლის პერსპექტივაში ორი მილიარდი ლარის შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი, რაც წელიწადში 200 მილიონამდე ლარის დამატებით შემოსავალს გულისხმობს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
აშშ-ის კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, რომელთა შორის დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
არქივი