ზელენსკის თქმით, უკრაინამ კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ოკუპანტებისგან გაწმინდა და კონტროლი დაიბრუნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 13 დეკემბერი 2025, 12:39

უკრაინამ ქალაქ კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდა და მასზე კონტროლი დაიბრუნა, ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომელიც კუპიანსკში იმყოფებოდა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

„ვიდრე რუსეთი თავისი გამოგონილი ისტორიებით ამაყობს, ჩვენ ჩვენი სამხედროების რეალური მიღწევებით სიამაყის საფუძველი გვაქვს. ის ფაქტი, რომ თქვენ კუპიანსკს იკავებთ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ფრონტის ხაზზე მიღწეული შედეგები ყველას, მათ შორის დიპლომატებს მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ სამხედროებთან შეხვედრის დროს.

ცნობისთვის, გასულ თვეში მოსკოვი აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა კუპიანსკზე სრული კონტროლი დაამყარეს

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი