64
13 დეკემბერი 2025, 16:14
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის უკრაინას ნატოს მე-5 მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიები მიანიჭოს, რომელსაც კონგრესი იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ კიევი დონბასიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს.
გამოცემის წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.
Axios-ი იმასაც ამბობს, რომ პროგრესის მიუხედავად, თეთრ სახლში არ იციან, დათანხმდება თუ არა რუსეთი ამ წინადადებას და ასევე, შიშობენ, რომ ევროპელები, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევენ, არ იჩქაროს შეთანხმების დადება, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |