თბილისი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს მასპინძლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 14 დეკემბერი 2025, 11:08

თბილისში დღეს საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირების 35 წლისადმი მიძღვნილი 30-ე ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“.

ფორუმზე სტუმრებს შორის იქნებიან წარმომადგენლები საქართველოდან და ისრაელიდან, ქალაქების მერები, საერთაშორისოორგანიზაციებიდა 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან და საქართველოდან.

შეჯამდება საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და ბიზნესკავშირები, განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის გეგმები და ახალი პროექტები ტურიზმის ინდუსტრიაში, წარმოდგენილი იქნება ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით ხორციელდება და ის საქართველოდან იწყება.

ცერემონია გაიხსნება ებრაული დღესასწაულის, ხანუქის სანთლის ანთებით.

ბიზნესფორუმის ფარგლებში ჩატარდება პანელური შეხვედრები და ვორქშოფები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დისკუსია გაიმართება შემდეგ საკითხებზე: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ისრაელში ტურისტების შესვლის და ორმხრივი ტურიზმის გაძლიერების პერსპექტივები. როგორ დაიწყო და როგორ უნდა მიაღწიოს ნახევარ მილიონს ისრაელიდან ტურისტთა ნაკადმა; „ისრაელის სახლის“ საქმიანობა 27 ქვეყანაში და 2026 წელს ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის იერუსალიმში ამოქმედება; საქართველოსა და ისრაელის ქალაქების დაძმობილების შედეგები. მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე ქალაქი შეუერთდება, მათ შორის ახმეტა და რიშონ-ლეციონი; საერთოშორისო ბრენდების გაძლიერება ტურისტულ ინდუსტრიაში; ისრაელის კინემატოგრაფის დაინტერესება საქართველოთი და ახალი გადაღებები. ნაჩვენები იქნება პრომოფილმი; გაიმართება ქართულ-ისრაელური სტარტაპის პრეზენტაცია, როგორც წარმატებული ნიმუში ერთობლივი მუშაობის.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, ბიზნეს ფორუმი განვლილი 35 წლის სამუშაოების შეჯამება და  ერთობლივი ძალებითმომავლისთვის ერთგვარი მზადებაა. ბიზნესფორუმზე ხელი მოეწერება რამდენიმე ერთობლივ პროექტს.ისრაელელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში გამართავენ რამდენიმე შეხვედრას, ეწვევიან ისრაელური ინვესტიციით შექმნილ ტურისტულ ატრაქციებს.

ბიზნესფორუმს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
სიდნეიში ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა - დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ
აშშ მკაცრად გმობს ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი
მიხეილ ყაველაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე: აღიარონ შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება
არქივი