მიხეილ ყაველაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე: აღიარონ შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 14 დეკემბერი 2025, 19:45

თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური მედიის მიერ ნოემბერ-დეკემბრის ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულთა შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსჯავრდადებულებმა რეალობა უნდა გაიაზრონ, აღიარონ შეცდომები და შემდეგ გაირკვევა, რა როგორ იქნება.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ეტაპობრივად ვახორციელებ ხოლმე შეწყალებებს, შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. ის ადამიანები, ვინც დღეს დაპატიმრებულები არიან და ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, მათ აქვთ ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებული, ვერ აცნობიერებენ და ვერ აკეთებენ ანალიზს.

პროდასავლელები თუ ხართ რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის ადამიანები, მოტყუებული ადამიანები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ და მაგის გამო გინდოდათ მოგეხდინათ რევოლუცია. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ თავად ის ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომებლითაც რევოლუცია გინდოდათ მოგეწყოთ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ციხეში არიან, აღიარონ შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე ამაზე პასუხს არ და ვერ გაგცემთ პასუხს რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა - რამდენიმე დღის წინ, უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი
თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
შათირიშვილი: როცა უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ნაწილი - დღის წესრიგში დადგება კორპორაციული მმართველობის დაფუძნების საკითხი
პარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
შათირიშვილი: საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან
არქივი