სიდნეიში ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა - დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 14 დეკემბერი 2025, 20:00

სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ოჯახებზე ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საფრანგეთი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულებს, დაშავებულებს და მათ ახლობლებს.

„ვიზიარებთ ავსტრალიელი ხალხის ტკივილს და დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც ყველას გვაზიანებს“, - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა - რამდენიმე დღის წინ, უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი
თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
შათირიშვილი: როცა უკვე ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან, ამოქმედდება ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ნაწილი - დღის წესრიგში დადგება კორპორაციული მმართველობის დაფუძნების საკითხი
პარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
შათირიშვილი: საბოლოოდ, ევროპაში არაფორმალური ოლიგარქები მიიღებენ მოცემულობას, რომ კავშირი დაიშლება, ხოლო ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მსხვილი მოთამაშეების ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან
არქივი