39
14 დეკემბერი 2025, 20:02
ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში დღეს ჩავიდა.
გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს გაიმართებოდა შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან - და ასევე ევროპელ მეგობრებთან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |