მაია ბითაძე BBC-ის ფილმზე: ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო და კრახით დასრულებული ნაბიჯი იმ სიცრუით სავსე კამპანიაში, რაც ძალიან გაცვდა საქართველოს მოსახლეობის თვალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 15 დეკემბერი 2025, 00:05

ეს კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ნაბიჯია იმ კამპანიაში, რომელსაც მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის ხელით აწარმოებენ ის ძალები, რომლებმაც ვერ გამოიყენეს საქართველო საკუთარი მიზნების მისაღწევად და ეს მიზანი რა იყო, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით - საქართველო უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ „რუსეთი შესუსტებულიყო“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ BBC-ის ფილმზე საუბრისას.

მისივე თქმით, BBC-ის საქციელი ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე სამარცხვინოა, მეორე მხრივ გასაბრაზებელია.

„ძალიან დიდი და მძიმე ბრალდება იყო, რაც ბუნებრივია უყურადღებოდ არ იქნება დატოვებული არც ერთ პლატფორმაზე. საქართველოს დადანაშაულება პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ერთია, რომ უტოპიურია. მეორეა, როცა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ვსაუბრობთ და ჰააგის სასამართლოთი მანიპულირებენ, ნათლად მიუთითებს, რომ ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო და კრახით დასრულებული ნაბიჯი იმ სიცრუით სავსე კამპანიაში, რაც ძალიან გაცვდა უკვე საქართველოს მოსახლეობის თვალში. აქ დარჩენილი დეპრესიული რადიკალები, ევროპული ბიუროკრატია კვებავენ და ასაზრდოებენ მიზანს, რომ ძალით დაამხონ ხელისუფლება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი