აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინაში ომის დასრულების მიმდინარე ძალისხმევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მშვიდობასთან „ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“.
ტრამპის თქმით, მან „ძალიან კარგი საუბარი“ გამართა ევროპელ ლიდერებთან რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამას დიდი ხანია ვამბობთ“, - აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ ევროპელი ლიდერებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, რომლებსაც ასევე სურთ ომის დასრულება.
ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე „რუსეთსაც სურს მისი [ომის] დასრულება. პრობლემა ისაა, რომ ყველას სურს მისი დასრულება და მერე მოულოდნელად აღარ სურთ“.
ჟურნალისტების კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დონალდ ტრამპმა მოკლედ დაადასტურა: „დიახ, ვისაუბრე“ - თუმცა დეტალები არ გაუჟღერებია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |