ტუსკი: ამერიკელები ამბობენ, დაანებეთ თავი ამ რუსულ აქტივებს, რადგან ძნელია პუტინთან დაჯდომა და თქმა - „კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ თქვენს ფულს ავიღებთ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 16 დეკემბერი 2025, 09:49
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბერლინში უკრაინის თაობაზე გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესახებ საბოლოო შეთანხმებამდე „ძალიან შორსაა“. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

ტუსკის თქმით, ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხუთშაბათის სამიტზე ბრიუსელში, სადაც უნდა შემუშავდეს შეთანხმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების შესახებ.

„თუმცა, არსებობს სხვადასხვა შუალედური მექანიზმი, მაგალითად, ამ სახსრების გამოყენების შესაძლებლობა, როგორც გარკვეული ფინანსური ბერკეტის, ანუ კრედიტების გარანტიის სახით“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხზე ევროპულთან, მან აღნიშნა, რომ „აზრთა სხვადასხვაობა ძალიან აშკარაა“.

„ამერიკელები ამბობენ: დაანებეთ თავი ამ რუსულ აქტივებს, რადგან ძნელია პუტინთან დაჯდომა და თქმა: „მოდით, კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ თქვენს ფულს ავიღებთ“. ეს არის ამერიკული არგუმენტი, რომ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და საკითხი კოლაფსის პირას არ მივიყვანოთ“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თვითონ - ყველა - არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი
იტალიის ვიცე-პრემიერი: ვერც ჰიტლერმა და ვერც ნაპოლეონმა მოსკოვის დაჩოქება ვერ შეძლეს. მეეჭვება, რომ ეს შეძლონ კალასმა, მაკრონმა, სტარმერმა და მერცმა
სამწუხაროდ არ გვიკვირს, რომ საია არის „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი შემადგენლობა გამომდინარე იქიდან, რომ „ენჯეო“ სექტორს და საია-ს ნარატივი ჰქონდათ ერთი და იგივე
Forbes: მასკი გახდა ისტორიაში პირველი მილიარდერი, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შესაძლოა ტრილიონერი გახდეს
ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ. ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ
არქივი