38
16 დეკემბერი 2025, 16:48
იტალიის ვიცე-პრემიერმა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვის დაჩოქება თავის დროზე ვერც ნაცისტური გერმანიის მმართველმა ადოლფ ჰიტლერმა და ვერც საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა ვერ შეძლეს.
მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ მოსკოვის დაჩოქება შეძლონ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, საფრანგეთის ამჟამინდელმა მმართველმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
„ვერც ნაპოლეონმა და ვერც ჰიტლერმა მოსკოვი ვერ დააჩოქეს, და მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კაია კალასმა, მაკრონმა, სტარმერმა და მერცმა შეძლონ“, - აღნიშნა სალვინიმ.
მან აგრეთვე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი შეაფასა და აღნიშნა, რომ სანქციებმა ევროპული ეკონომიკა დააჩოქა. კერძოდ, იტალიისთვის ენერგომატარებლები გაძვირდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |