იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 17 დეკემბერი 2025, 01:28

იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების მოთხოვნა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ იწყება უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევა, აქ იწყება აქციები ქუჩაში, რადიკალური ოპოზიციის აქციები.

„აქ სრული კოორდინაცია იყო უკრაინის ხელისუფლება იქ, რადიკალური ოპოზიცია აქ. კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული ელჩების მხრიდან და ამას მერე დაემატა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ექვსი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს უკვე თვლაც აგვერია და ასევე შუალედში იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის უართან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარში გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი. შემდეგ დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნის თემით, იქ იყო მერე სანქციები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბრიტანეთი სხვა მიმართულებებით ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული. სრული კოორდინაცია იყო ამ ყველაფრის უკან. იყო მარტივი ინტერესი, უკრაინას და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით. სრულიად ირაციონალური იქნებოდა ამ ყველაფერში შეყოლა.

გვესმოდა თავიდანვე რომ დიდ ძალასთან გვქონდა საქმე ამ არაფორმალურ ძალასთან, რომელიც მართავდა იმ დროისათვის პროცესებს აშშ-ში და ევროკავშირში, დღესაც ხედავთ, რამხელა გავლენა აქვთ. ვიცოდით წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა ჩვენი ამ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა შეგნებულად შევედით ამ ბრძოლაში, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები. ამიტომ უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
BBC-ის ყოფილი თანამშრომელი: BBC-იმ ბოლო წლებში დაკარგა ობიექტურობის ბასტიონის სტატუსი. ბოლო დროის სკანდალიდან მიკერძოების არაერთი ფაქტი გამოაშკარავდა
BBC-ის ყოფილი თანამშრომელი: თუკი არხზე ერთხელ მაინც აღიარებენ, რომ BBC-ის მიუკერძოებლობა მითიური მონსტრია, რეაგირება მოუწევთ. ამიტომაც ორგანიზაცია უარყოფაზეა გადასული
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა
ბრიტანეთის მთავრობა: მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე
როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, კონსტიტუციური წესრიგიდან გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები
არქივი