ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში 25-წლიანი კარიერის შემდეგ ჟურნალისტი რობინ ეიკინი BBC-ის მიკერძოებასა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემების დაუბალანსებელ გაშუქებაში ადანაშაულებს. იგი იხსენებს, რომ ხშირად იბლოკებოდა ისეთი თემები, რომლებიც BBC-ის იდეოლოგიურ დღის წესრიგს არ ემთხვეოდა.
„თუკი არხზე ერთხელ მაინც აღიარებენ, რომ BBC-ის მიუკერძოებლობა მითიური მონსტრია, მაშინ რეაგირება მოუწევთ. ამიტომაც მთელი ორგანიზაცია უარყოფაზეა გადასული. ეს არის შთამბეჭდავი სპექტაკლი, სადაც ცდილობენ, არ შეიმჩნიონ ის რეალობა, რომელიც საზოგადოებამ უკვე შენიშნა, რომ BBC არაობიექტურია. მე ეტაპობრივად განვიხიბლე ამ ორგანიზაციით, რადგან დავინახე, რომ მართალია, თავი სამართლიანად და ობიექტურად მოაქვთ, თუმცა, სინამდვილეში ასეთები არ არიან“, - აცხადებს ჟურნალისტი.
აშშ-ის პრეზიდენტი BBC-ის უჩივის. „ვუჩივი BBC-ის იმისთვის, რომ სიტყვები დამიმახინჯეს - მათ მათქმევინეს ისეთი რაღაცები, რაც არასდროს მითქვამს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |