41
17 დეკემბერი 2025, 01:37
BBC-ის ყოფილი თანამშრომელი ენდრიუ გოლდი არხს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
„BBC-იმ ბოლო წლებში დაკარგა ობიექტურობის ბასტიონის სტატუსი. ბოლო დროის სკანდალიდან მიკერძოების არაერთი ფაქტი გამოაშკარავდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მემარცხენე იდეოლოგიითაა გამოწვეული. თუმცა, მემარცხენეებზე მეტად აქ საუბრობენ, რომ BBC „ვოუქ“ კულტურამ ჩაიგდო ხელში. ჩემთვის კი „ვოუქ“ კულტურა ნიშნავს არალიბერალურს, ავტორიტარულს და ხალხის იძულებას, რომ ერთნაირად იფიქრონ“, - აცხადებს ენდრიუ გოლდი.
აშშ-ის პრეზიდენტი BBC-ის უჩივის. „ვუჩივი BBC-ის იმისთვის, რომ სიტყვები დამიმახინჯეს - მათ მათქმევინეს ისეთი რაღაცები, რაც არასდროს მითქვამს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |