სანამ ვინმეში ვეძებთ მტრებს, ან პირიქით - „ერთმორწმუნე" მოყვასს, სჯობს საკუთარ თავებს ჩავუღრმავდეთ და გულწრფელად ჩავეკითხოთ: ვისი ან რისი ერთმორწმუნეები ვართ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
163 18 დეკემბერი 2025, 15:27

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტენდენციებზე წერს - კერძოდ, თუ რას ემყარებიან ადამიანები, როდესაც პოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებენ.

„სოციალური ქსელი საზოგადოებრივი განწყობების უტყუარი ბარომეტრია, რომლის ამოკითხვა ყველას უნდა შეეძლოს სწორი პოლიტიკური „მეტეოპროგნოზის" გასაკეთებლად. საინტერესო კლასტერები აღმოცენდა საჯარო სივრცეში.

მაგალითად, პატრიოტები, რომლებიც „მამულს, ენას და სარწმუნოებას" იცავენ ქრისტეს სახლის, ეკლესიის მიღმა; რომლებიც არ იზიარებენ შვიდ ეკლესიურ საიდუმლოებას, არ ლოცულობენ, არ მარხულობენ, არ ხედავენ საჭიროებას - ჰყავდეთ მოძღვარი მათთვის უცნობი და გადაუშლელი სახარების განმარტების მიზნით.

ერთმა აგრესიულმა კონსერვატორმა პატრიოტმა გუშინ პირდაპირ დამადანაშაულა - „რას გადაგვეკიდე ამ შენი სახარებით - მეო ძველ აღთქმას ვცემ პატივს და თვალი თვალ წილ, კბილი კბილ წილ პრინციპს ვაწვებიო". რა გაეწყობა, მომიწია მისი ვირტუალურ „ჰეროდე მეფესთან" გადაბრძანება.

მეორე კლასტერი: „რუსეთი არის ჩვენი ერთმორწმუნე" სახელმწიფო"-ს დეკლარირებით. ესეც მნიშვნელოვანი თემაა. რა იგულისხმება სახელმწიფოს „ერთმორწმუნეობაში"? ისეთი საქციელი, როგორც მას ახასიათებდა 1801, 1811 თუ 1921 წლებში? უახლოეს ისტორიას ხომ საერთოდ არ ვეხები - გავაოცეთ ერთმანეთი სწორედ რომ ქრისტეს და ღვთისმშობლის შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ჩვენი „ერთმორწმუნეობით". მაცხოვარსაც მიადგნენ ერთხელ მსგავსი „ერთმორწმუნეობის" თემაზე: „და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას. მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი".

სანამ ვინმეში ვეძებთ მტრებს, ან პირიქით - „ერთმორწმუნე" მოყვასს, სჯობს საკუთარ თავებს ჩავუღრმავდეთ და გულწრფელად ჩავეკითხოთ: ვისი ან რისი ერთმორწმუნეები ვართ? გვაერთიანებს კი, „ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი" მიდგომა? ვის ნებას აღვასრულებთ რეალურად, თუკი მამის, ძის და სულიწმინდის ნება გაერთიანებულია სახარებაში, რომელიც არ გადაგვიშლია და ეკლესიურ საიდუმლოებებში, რომლებსაც გავურბივართ. არაა დედაჩემის მაგინებელი, თუ მოყვასის მოკვდინებით შეპყრობილი პატრიოტი თუ კონსერვატორი ქართველი - ჩემი ერთმორწმუნე. და არც რუსეთში უნდა ვეძებდე ამას და ამაზე ვამყარებდე ჩემს პოლიტიკურ ფსონს. ღმერთს - ღმრთისა, კეისარს - კეისრისა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი