საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის წარმატებული სპორტსმენები დაასახელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 20 დეკემბერი 2025, 07:38
  საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა  კომიტეტმა 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით წარმატებული სპორტსმენები დაასახელა. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნომინაციებში გამარჯვებულები:

- 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები:
მსოფლიოს ჩემპიონები - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

- 2025 წლის აღმოჩენა - „ოლიმპიური იმედი” - ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა. 
 
- 2025 წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი”- ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ინგა გურგენიძე.

- 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ახალგაზრდებში, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები -ლუკა ბერულავა და  ანასტასია მეტელკინა.

- 2025 წლის  საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - სახელოვანი კალათბურთელი თორნიკე შენგელია.

- 2025 წლის საუკეთესო ფედერაცია - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.

- 2025 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები - მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა).

- 2025 წელს სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ ორგანიზაცია.

 - 2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი -   კახაბერ მოცრაძე ( ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი)
                                                     
- ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პაატა ნაცვლიშვილი( სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი)
                                                     
- 2025 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - სეოკ-ის გენერალური სპონსორი ,, საქართველოს ბანკი“

- 2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი