თუ კაია კალასმა თავის ქვეყანაში, პრემიერის რანგში, მისი ოპონენტების წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაავრცელა, რატომ უნდა მქონდეს ამ სუბიექტის მიმართ ნდობა, როცა საქართველოს შესახებ აკეთებს განცხადებებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 21 დეკემბერი 2025, 14:37

თუ კაია კალასმა თავის ქვეყანაში, პრემიერის რანგში, მისი ოპონენტების წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაავრცელა, რატომ უნდა მქონდეს ამ სუბიექტის მიმართ ნდობა, როცა საქართველოს შესახებ აკეთებს განცხადებებს? - ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება აღიარა.

ამირან სალუქვაძე წარმოუდგენელ სკანდალს უწოდებს კაია კალასის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და თვლის, რომ ყოველივე ზემოხსენებულის გამო კაია კალასმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

სალუქვაძის განცხადებით, მომავალში, როცა კაია კალასი და მასთან ერთად მისი კოლეგები საქართველოსთან მიმართებით რაიმე განცხადებას გააკეთებენ, ყოველთვის გაახსენდება „ესტონეთის სასამართლოს განაჩენი და კალასის მიერ სიცრუის საჯარო აღიარება (ბოდიშის მოხდის გარეშე)“.

„წარმოუდგენელი სკანდალია. წესით კაია კალასმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მაგრამ ახლა ხომ ის ევროპა აღარაა, რაც ჩვენ ათეული წლების წინ, ან ოდნავ გვიან გვეგონა?! ესტონეთის სასამართლომ კაია კალასი დაავალდებულა ესტონეთის პრემიერობის დროს პოლიტიკური ოპონენტის მისამართით გაკეთებული ცრუ განცხადების აღიარება.

სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით კაია კალასმა სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ "მე, კაია კალასმა, 2022 წლის 17 თებერვალს გამოვაქვეყნე ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვარო ვოგლაიუს და „ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ესტონეთის პოლიციას თავს დაესხნენ და თითქოს ვარო ვოგლაიუმ და EKRE-მ 2021 წლის 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“.

თუ კაია კალასმა თავის ქვეყანაში, პრემიერის რანგში, მისი ოპონენტების წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაავრცელა, რატომ უნდა მქონდეს ამ სუბიექტის მიმართ ნდობა, როცა საქართველოს შესახებ აკეთებს განცხადებებს?

კიდევ ერთი მორალური მხარე: კაია კალასი ახლა აღიარებს, რომ ხელისუფლებამ მაშინ გადაჭარბებული და ფაქტობრივად დაუმტკიცებელი ბრალდებები გამოიყენა პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ამ პოსტში ის საზოგადოებას ბოდიშს არ უხდის.
სასამართლოს განაჩენის თანახმად სიცრუის საჯაროდ აღიარება იურიდიული აქტია. სასამართლოს ბოდიშის მოხდა რომ დაეკისრებინა, მოიხდიდა, მაგრამ თავისით საზოგადოებას სიცრუის გამო ბოდიშს არ უხდის.
კაია კალასმა მისი ქმრის შესახებ რუსეთში არსებულ ბიზნესზე რა განცხადებები გააკეთა, ხომ გვახსოვს? არ ვარ ჩართულო ჩემი ქმრის ბიზნესში და არ მაქვს დეტალური ინფორმაციაო.

იცით რატომ ისარგებლა კალასმა ამ ფორმულირებით? ესტონეთში თანამდებობის პირები გაცილებით სუსტ დეკლარაციებს ავსებენ, ვიდრე საქართველოში. ესტონეთის პრემიერი, ალბათ სხვა პირებიც, ვალდებული არაა დეკლარაციაში ქმრის ან ცოლის ბიზნესის დეტალები შეიტანოს, თუ თვითონ არ ფლობს წილებს.

დეკლარაციაში შეტანა არ ევალებოდა, მაგრამ კითხვა ხომ იბადება, ქვეყნის პრემიერმა, რომელსაც ინფორმაციებთან ყველაზე მაღალი წვდომა ჰქონდა, იცოდა თუ არა მისი მეუღლის ბიზნესის დეტალები და რუსეთთან კავშირები?
ჩვენს ქვეყანაში თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს არ მხოლოდ ოჯახის წევრების ქონება და ბიზნესწილები, არამედ ძვირადღირებული ნივთების შეძენა ან საჩუქრების მიღება. ეს ისე...

იმ ევროპაში, რომელსაც ჩვენ ადრე ვიცნობდით, არათუ მსგავსი ცრუ განცხადების, არამედ პლაგიატის გამო ტოვებდნენ თანამდებობებს. მაგალითად, პლაგიატის გამო თანამდებობები დატოვეს უნგრეთის პრეზიდენტმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, გერმანიის თავდაცვის და განათლების მინისტრებმა.

დავუბრუნდეთ კაია კალასის განცხადებებს.

თუ თავის ქვეყანაში მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის მხარდასაჭერად მის პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიციაზე ძალადობა დააბრალა, საქართველოსთან მიმართებით ვერ შეამჩნია პროტესტების მონაწილეთა მხრიდან ღია ძალადობრივი ქმედებები და საქართველოს პოლიცია დაადანაშაულა გაუმართლებელ ძალადობაში და ძალის გადამეტებაში.
ინტერნეტ ქსელში იძებნება კაია კალასის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით:

- 2 თებერვალი 2025 წ. - „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი დარბევა მიუღებელია“;
- 5 ოქტომბერი, 2025 წ. - „გამოყენებული ძალა არ არის მისაღები”;
- 1 ოქტომბერი, 2024 წ. - „გმობთ ძალადობას მომიტინგეების წინააღმდეგ“ და ა.შ.

ბევრ განცხადებას კაია კალასთან ერთად უერთდებოდნენ მარტა კოსი და სხვა ევრობიუროკრატები.

მომავალში, როცა კაია კალასი და მასთან ერთად მისი კოლეგები საქართველოსთან მიმართებით რაიმე განცხადებას გააკეთებენ, ყოველთვის გაგვახსენდება ესტონეთის სასამართლოს განაჩენი და კალასის მიერ სიცრუის საჯარო აღიარება (ბოდიშის მოხდის გარეშე)“, - წერს ამირან სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ჯღარკავა: პოლიტიკაში ხელმოცარულმა მამუკა ხაზარაძემ სტრასბურგში შეიძინა ძველი თეატრის შენობა, სადაც გეგმავს რესტორნის გახსნას, გაუბაზრდა ეს ამბავი და იღებს სერიოზულ საყვედურებს ცალკე მისი პარტიიდან და ცალკე ტვ პირველის ჟურნალისტებისგან, რომ ესენი უხელფასოდ არიან და თავად ხსნის რესტორანს
გავყვეთ ამ ჩვენს დროსა და ადგილს, მივხედოთ ეკონომიკას, სტაბილურობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენ სავსებით ჩავჯდებით ტრამპისეულ მრავალვექტორული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს ფასთა წარმოქმნის პროცესზე და ნაცუსაშველონი გოდებენ; საინტერესოა, რაზე
საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია
პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს
არქივი