პრემიერის ზეაქტუალური ინიციატივა, დარეგულირდეს ფასნამატეი ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 24 დეკემბერი 2025, 12:31

წლებია შეწუხებულია ჩვენი ყველა თანამოქალაქე მარკეტებში ხელოვნურად და უსინდისოდ ძვირი პროდუქტების გამო. არაერთი მოგზაურობს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და ხედავს რადიკალურ დისბალანსს ქართველთა საზიანოდ. ყველა უცხოელი სტუმარიც აღნიშნავს ამ გაუგონარ შეუსაბამობას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერის ინიციატივას.

ანალიტიკოსის შეფასებით, შარახვეტია „ნაცექსპერტების“ მორიგ ჯერზე სამარცხვინო შეფასებები, რომ ეს ერთგვარი სამთავრობო რეპრესიებია, მკაფიოდ წარმოაჩენს მათ უდონობას.

„პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში ბიზნესზე ზეწოლა კი არაა, არამედ კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვა.

წლებია შეწუხებულია ჩვენი ყველა თანამოქალაქე მარკეტებში ხელოვნურად და უსინდისოდ ძვირი პროდუქტების გამო. არაერთი მოგზაურობს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და ხედავს რადიკალურ დისბალანსს ქართველთა საზიანოდ. ყველა უცხოელი სტუმარიც აღნიშნავს ამ გაუგონარ შეუსაბამობას.

პრემიერ-მინისტრმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, ჩვენთან კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.

კობახიძის შეფასებით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ეს ხარჯები კი პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ეს და სხვა კონკრეტული სავალალო მოცემულობა კარტელური და ჯერჯერობით კანონიერი ყაჩაღობაა. მთავრობის მეთაური პირობას იძლევა, რომ საკითხს მიხედავენ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, მათ შორის სამართალდამცველნი. ასევე იგეგმება თემის შემსწავლელი შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნა.

ინფორმაციისთვის, ევროპულ სახელმწიფოებს გააჩნიათ საკმარისი ინსტრუმენტები ჩარევისთვის, როდესაც საბაზრო ფასები ხელოვნურად მაღალია - რაც ნიშნავს, რომ ეს გამოწვეულია მანიპულაციით, შეთქმულება-გარიგებით, მიწოდების შეზღუდვით ან საბაზრო ძალაუფლებით და არა ჩვეულებრივი მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპით.

ზოგადად, ევროპული ხელისუფლებები ხუთი ძირითადი გზით ერევიან მტაცებლური ფასნამატების დასარეგულირებლად. კერძოდ: კონკურენციის მეტი ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური აღსრულების მექანიზმების განხორციელება (სამიზნე: ფასების დამწესებელი კარტელები, რომლებიც დომინანტურ ბაზარზე პოზიციონირებას ბოროტად იყენებენ);

ფასების ლიმიტები და ფასების დროებითი კონტროლი (საგანგებო სიტუაციებისას);

გადასახადების დაწესება ჭარბ და არაპროგნოზირებულ შემოსავალზე;

ბაზარზე სტრატეგიული ჩარევა (მყიდველის ან მიმწოდებლის სტატუსით);

სუბსიდიები, ფასდაკლებები და დღგ-ს შემცირება.

შარახვეტია „ნაცექსპერტების“ მორიგ ჯერზე სამარცხვინო შეფასებები, რომ ეს ერთგვარი სამთავრობო რეპრესიებია, მკაფიოდ წარმოაჩენენ მათ უდონობას. გააგრძელონ რომან გოცირიძეებისა და გია ხუხაშვილების ჭაობიან „ბაბლში“ დრეიფს, სხვა პერსპექტივა არც აქვთ უსამშობლო თვითმარქვიებს“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ჯღარკავა: პოლიტიკაში ხელმოცარულმა მამუკა ხაზარაძემ სტრასბურგში შეიძინა ძველი თეატრის შენობა, სადაც გეგმავს რესტორნის გახსნას, გაუბაზრდა ეს ამბავი და იღებს სერიოზულ საყვედურებს ცალკე მისი პარტიიდან და ცალკე ტვ პირველის ჟურნალისტებისგან, რომ ესენი უხელფასოდ არიან და თავად ხსნის რესტორანს
გავყვეთ ამ ჩვენს დროსა და ადგილს, მივხედოთ ეკონომიკას, სტაბილურობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენ სავსებით ჩავჯდებით ტრამპისეულ მრავალვექტორული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს ფასთა წარმოქმნის პროცესზე და ნაცუსაშველონი გოდებენ; საინტერესოა, რაზე
საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია
პრემიერის ინიციატივა დებატების სივრცის გახსნაზე მისასალმებელია, მითუმეტეს დღეს არსებულ მწვავე სოციალურ პოლიტიკური კონფრონტაციის ფონზე, რომ პაექრობამ ცივილიზებული ფორმა და შინაარსი მიიღოს
არქივი