ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი - ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდნენ შეთქმულები, არაა გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 25 დეკემბერი 2025, 23:11

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახალაიას დაკავება მხოლოდ დროის ამბავი იყო.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მონაწილეები, პრიმიტიულად მოქმედებდნენ და არ არის გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს.

„ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ვფიქრობ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. ძალიან პრიმიტიულად და რომ იტყვიან, ნაჯახისებრ მოქმედებდნენ შეთქმულები. არაა გამორიცხული, რომ კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს. დარწმუნებული ვარ შიშით ელოდებიან ამ მომენტს.
ზოგიერთს ხომ ამბოხის ტალღაზე „თეთრი ცხენით“ სურდა ცოტა ხნის წინ დატოვებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში დაბრუნება“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი