დონალდ ტრამპი: თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 02 იანვარი 2026, 16:29

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები ხალხის დასახმარებლად მოვა.

„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად მოკლავს, რაც მათი ჩვევაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანში ბოლო რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. თავდაპირველად მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად გამოვიდა, მოგვიანებით პროტესტი ანტისახელისუფლებო გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
არქივი