დავით ქართველიშვილი: 2025 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა როგორც სახელმწიფოს გადარჩენის წელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 04 იანვარი 2026, 22:31

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გასულ წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ 2025 წელი საქართველოსთვის იქცა სტაბილიზაციისა და სახელმწიფოებრივი გამძლეობის გამოცდის წლად, როდესაც უპრეცედენტო საგარეო ზეწოლისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ეკონომიკური ფუნქციონირება.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არ დაუშვა, საქართველო გამხდარიყო სხვისი გეოპოლიტიკური თამაშის ‘სახარჯო მასალა,-" წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი და წარმოადგენს იმ პოლიტიკური კურსის ლოგიკურ შედეგს, რომელიც წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა არქიტექტორმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა.

"2025 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა არა როგორც ხმაურიანი დეკლარაციების, არამედ როგორც სახელმწიფოს გადარჩენის წელი. უპრეცედენტო საგარეო ზემოქმედების, ღია დესტაბილიზაციის მცდელობებისა და თავსმოხვეული სცენარების პირობებში, სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ქვეყნის მართვა ლოზუნგებით ყვირილი კი არა, პასუხისმგებლობის ტარებაა. მაშინ, როცა ოპოზიცია და მათი საგარეო პატრონები კომპლექსურ კოლაფსს ქმნიდნენ, საქართველომ შეინარჩუნა მთავარი — სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს არ იყო შემთხვევითობა და არც „ბედნიერი დამთხვევა“. ეს იყო იმ კურსის შედეგი, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ სისტემის არქიტექტორმა — ბიძინა ივანიშვილმა.
2025 წელს საქართველოს მიზანმიმართულად უბიძგებდნენ ქუჩის სცენარისკენ, შიდა კონფლიქტისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ. ეს არ მოხდა. სახელმწიფო არ გატყდა. სამართალდამცავი სისტემა, მმართველი სტრუქტურები და ეკონომიკური მექანიზმები ფუნქციონირებდა ისტერიკისა და პარალიზების გარეშე.

ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც იშვიათად ფასდება დაუყოვნებლივ, მაგრამ ყოველთვის აღიარებულია მოგვიანებით - მან არ დაუშვა, ქვეყანა გამხდარიყო სხვისი გეოპოლიტიკური თამაშის „სახარჯო მასალა“.

გლობალური არასტაბილურობის, სანქციური და ტარიფების ომებისა და მრავალი ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის ფონზე, 2025 წელს ქართულმა ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა და ფისკალური დისციპლინა. ეს არ ყოფილა პოპულიზმის ან პოლიტიკური „აპლოდისმენტებისთვის“ აღებული სესხების შედეგი, ეს იყო პრაგმატული და ფრთხილი მართვის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ ჩადო.
წლის ერთ-ერთ მთავარ შედეგად იქცა ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება. საქართველო არ გადაიქცა ფრონტის ხაზად - ის დარჩა რეგიონულ ლოგისტიკურ და ეკონომიკურ კვანძად. ეს იყო შეგნებული არჩევანი, რომელიც ეფუძნებოდა მარტივ რეალობას: მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნები დიდ ომებს არ იგებენ, მაგრამ შეუძლიათ მოიგონ პრაგმატიზმითა და სიბრძნით.

ინფლაციური ზემოქმედებისა და საგარეო გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფომ შეასრულა საბაზისო სოციალური ვალდებულებები. პენსიები, სოციალური დახმარებები და ძირითადი პროგრამები არ იქცა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად. ხელისუფლებამ აირჩია ნაკლებად პოპულარული, მაგრამ უფრო პასუხისმგებლობიანი გზა.

2025 წელმა საბოლოოდ დაამსხვრია მითი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის როლი მხოლოდ ფორმალურ თანამდებობებს უკავშირდება. მისი გავლენა ადმინისტრაციული კი არა, სისტემურია - ეს არის იმ ადამიანის გავლენა, რომელმაც შექმნა მოდელი, რომელსაც შეუძლია კრიზისულ პირობებში ფუნქციონირება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ შეინარჩუნა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მიუხედავად გლობალური ეკონომიკის შენელებისა. ეკონომიკა გადადის ექსტრემალური ზრდიდან მდგრად ზრდაზე, რაც სტაბილიზაციის ნიშანია და არა კრიზისის.

2026 წელს საქართველო შედის როგორც ქვეყანა, რომელსაც მძიმე შვიდწლეულის შემდეგ აქვს ფუნქციური სახელმწიფო, მდგრადი ეკონომიკური ბაზა და შენარჩუნებული სუვერენიტეტი. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ეს შედეგი უკვე მიღწეულია და ვინც ამას არ ამჩნევს ან სხვებს შეგნებულად აცდენს რეალობას ამ სახელმწიფოს დაუძინებელი მტერია," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი