აშშ-ის ადმინისტრაციამ უამრავი მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყანებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 05 იანვარი 2026, 16:46

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში, ამით ყველაფერი ნათქვამია.

მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID-ი იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამ თემაზე შეფასება გააკეთა კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის განცხადებით, USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი