ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 08 იანვარი 2026, 17:17

სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისა.

მისივე თქმით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც იმედს გამოთქვამენ რომ ისინი შეცვლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ისევ ვხედავთ მათ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ასწრებენ გატარებული რეფორმებით. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არც უკრაინასა და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია საშუალება არ არსებობს.

რიტორიკა არის უცვლელი და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც აღქმებს - უნდათ, რომ დააფუძნონ რაღაც აღქმები. თუმცა, ისინი ვერ აანალიზებენ, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ამ ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს
ყოფილი შაჰის ვაჟმა ირანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა
რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით
გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ
წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული
არქივი