აშშ-ის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიიდან გასვლის შესახებ ტრამპის ყველაზე გულწრფელი ნაბიჯია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 08 იანვარი 2026, 17:25

აშშ-ის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიიდან გასვლის შესახებ ტრამპის ყველაზე გულწრფელი ნაბიჯია. ვენეციის კომისია არ ეხება ამერიკის უსაფრთხოებას ან ეკონომიკას. ეს არის დემონსტრაციული უარი იმ იდეაზე, რომ დემოკრატია უნდა დამტკიცდეს გარე „კომპეტენტური მოსაზრებით“, და არა შიდა სუვერენული გადაწყვეტილებით, - წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, აშშ-ის გასვლა ვენეციის კომისიიდან ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ინსტრუმენტად, რაც ვენეციის კომისიის პოლიტიკური წონის შემცირებას და მისი გავლენის შესუსტებას გამოიწვევს.

„რატომ არის აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ - ტრამპის ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი ნაბიჯი. ის არ ეხება ამერიკის პრეზიდენტის ბიზნეს-პრაგმატიზმს, ხოლო ვენეციის კომისია არ ეხება ამერიკის უსაფრთხოებას ან ეკონომიკას. დეკლარირებულად ეს არის საერთაშორისო სამართლის მსაჯული, რომელიც წყვეტს - ვისი არჩევნები ჩატარდა „საკმარისად დემოკრატიულად“, ვისი კონსტიტუცია „შეესაბამება სტანდარტებს“, ვისი რეფორმებია „ლეგიტიმური“ და ა.შ.

აშშ-ს გასვლა ამ სტრუქტურიდან ცალსახად ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ ნორმატიულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ან თუნდაც სასარგებლო ინსტრუმენტად. ეს არის დემონსტრაციული უარი იმ იდეაზე, რომ დემოკრატია უნდა დამტკიცდეს გარე „კომპეტენტური მოსაზრებით“, და არა შიდა სუვერენული გადაწყვეტილებით. ასე რომ ტრამპის სიგნალი ცხადია: უკიდურესი სუბიექტურობისა და იდეოლოგიური უსამართლობის ტყვეობაში მყოფი იურიდიულ-მორალური მფარველობის ეპოქა დასრულდა.

ვენეციის კომისია საქართველოსთვის ფორმალური სტრუქტურა არასდროს ყოფილა - ის იყო დაცვის ინსტრუმენტი:

„არადემოკრატიულობის“ ბრალდებებისგან, შიდა რადიკალური სცენარებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობებისგან. უფრო სწორად, ის უნდა ყოფილიყო ასეთად და ბოლო წლები, ის ასეთად არასდროს იყო. აშშ-ს ფაქტობრივი გასვლა ამ სტრუქტურიდან ნიშნავს კომისიის პოლიტიკური წონის მკვეთრ შემცირებას, მისი - როგორც „უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების“ სტატუსის დაკარგვას.

ეს ნიშნავს ბაიდენის ეპოქის დროინდელი ამერიკული პოლიტიკური ზურგის გაქრობას და ვენეციის სპეციფიკურ წლებში მის ვირტუალურ ჩაძირვას თავისივე ანგაჟირებული რეკომენდაციებით. ქართული „ოპოზიცია“ ამ გადაწყვეტილებით კარგავს უნივერსალურ ბერკეტს, რომლითაც ადრე შესაძლებელი იყო ხელისუფლებაზე ზეწოლა „სავალდებულო საერთაშორისო ექსპერტიზის“ სახით. ამჟამად, ზე-მნიშვნელოვანი ამერიკული ზურგის გარეშე, მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე ქვეყნის შიგნით - კონცენტრირდება მის სუვერენულ ინსტიტუციებზე, გარე მსაჯულის გარეშე“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი