გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის „ლიგა 1“-ის დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 10 იანვარი 2026, 16:05

საფრანგეთის „ლიგა 1“-ის დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი წიტაიშვილი გახდა.

„მეცის“ შემტევი „პარი სენ-ჟერმენთან“ გატანილი გოლით გამოარჩიეს - გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც იბრაჰიმ მბაიე, ოდსონ ედუარი, სორიბა დიუანე და ფაბიენ სენტონზე არიან.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი