კიევის მერის მიმართვაზე: მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან გასაგებია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები, რათა ამ უბედურებაში არ შეეყვანა ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 10 იანვარი 2026, 16:20

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი, ეხმიანება კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, კიევის მაცხოვრებლების მიერ დედაქალაქის დატოვებასთან დაკავშირებით.

სოსიაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ იმ უბედურებაში არ შეეყვანათ საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან.

„მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან გასაგებია, რომ მოუწოდა, მაგრამ კიევის და ზოგადად უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ უბედურებაში არ შეეყვანათ ქვეყანა და უამრავი ადამიანი არ გაეწირათ. საკუთარი თანამოქალაქეები გაწირეს წინასწარ წაგებულ ომში. როდესაც მოქალაქეები შეგყავს უთანასწორო ომში, რომელიც იცი, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფით, შენი ქვეყნის ტერიტორიების ახალი ნაწილების ჩამოცილებით და მოსახლეობის განადგურებით დამთავრდება და ხელისუფლებაში ხარ ამ დროს, გონიერებას უნდა მოუხმო და შენი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მათ ეს გონიერება არ გააჩნიათ და სახეზეა შედეგი, რამაც ეს ქვეყანა მიიყვანა სრულ კატასტროფამდე“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კიეველებს მიმართავს და მოუწოდებს, ვისაც შეუძლია უკრაინის დედაქალაქი დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი