ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი „გამოღვიძების“ პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 10 იანვარი 2026, 18:59

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესტონელი ევროპარლამენტარის იააკ მედისონის ვრცელ ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც გააკრიტიკა „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) და აღნიშნა, რომ „ალდე“ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს.

მისი შეფასებით, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი „გამოღვიძების" პროცესი.

„ესტონელი ევროპარლამენტარის ეს საკმაოდ გრძელი ინტერვიუ მიუთითებს, იმაზე, რომ ნელნელა ევროპის და განსაკუთრებით, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი "გამოღვიძების" პროცესი, რომ ევროპარლამენტის ფრაქცია "ALDE," რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ხშირად აცხობს რეზოლუციებს, ხშირად არა ევროღირებულებებით არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს. ის აკრიტიკებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს, რომელიც ბოლო დროს უშნოდ გადაეკიდა საქართველოს, და არა მხოლოდ მას. ამ კაცმა კი ევროპარლამენტის შიდასამზარეულო კარგად იცის.”- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი