41
11 იანვარი 2026, 00:18
ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, ისე, როგორც არასდროს, აშშ მზადაა დასახმარებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 65 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანი დააკავეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |