60
11 იანვარი 2026, 11:09
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ჯ.ქ. ბათუმში დააკავეს.
მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |