ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლად მზადაა.
„დღეს მსოფლიო თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს სიმამაცეს. მან განაცხადა, რომ მზად არის დაგეხმაროთ. მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას,, უსაფრთხოების ძალების ბევრმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა ან არ დაემორჩილნენ ბრძანებებს. არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“, - განაცხადა მან.
მანამდე იგივე განაცხადა დონალდ ტრამპმაც.
საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა. სხვადასხვა წყარო ირანში დაღუპული მანიფესტანტების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. Time-ის ცნობით, ქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |