ქალაქ მაშჰადში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 04 იანვარი 2026, 00:10

ქალაქ მაშჰადში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალი ჯავად კეშავარზი, რომელიც მაშჰადში ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალებს ხელმძღვანელობდა, „შეიარაღებული მეამბოხეების თავდასხმის“ შედეგად ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე მოკლეს.

მანამდე სოციალურ მედიაში ქალაქ მაშჰადში გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებია ასახული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი