სტატიები
უკვდავება თუ კომფორტი? თანამედროვეობის „ყოფნა თუ არ ყოფნა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 12 იანვარი 2026, 02:11

 

ქეთი ხატიაშვილი

ანტიკურ ხანაში ადამიანი ემსახურებოდა ღმერთებს

ქრისტიანობაში ღმერთი თავს სწირავს ადამიანს.

თანამედროვე სამყაროში ადამიანი დგება ცენტრში, იკავებს ღმერთის ადგილს და ღმერთის ნაცვლად, საკუთარ თავს ემსახურება.

ეს არის ის ტრაექტორია რომელსაც კაცობრიობა გადის


ანტიკური ღმერთები

ანტიკურობაში ადამიანები ემსახურებიან ღმერთებს, ასრულებენ მათ დავალებებს, მონაწილეობენ მათ პროექტებში იმ იმედით რომ უკვდავებას მიიღებენ...

ტროას ომი, მაგალითად, ღმერთების პროექტია - ეს ათწლიანი ომი ადამიანების არჩევანი არ ყოფილა. ყველაფერი იწყება ღვთაებრივი კონფლიქტით.

ოლიმპოზე ქორწილია. არა უბრალო - გმირი პელევსი ცოლად ირთავს ზღვის ქალღმერთს, თეთიდას.

ღმერთები, ღვინო, სიმღერა, სიცილი, ოქროს ჭურჭელი, მუსიკა - ზეიმია. ყველა ღმერთია მოწვეული. ყველა გარდა ერთისა.

ერიდა - განხეთქილების და შუღლის ქალღმერთი არ დაპატიჟეს.

ის მაინც მოდის და მაგიდაზე პატარა ოქროს ვაშლს აგდებს. ზედ მხოლოდ ერთი სიტყვაა ამოტვიფრული:

უმშვენიერესს

ჰერა, ათენა და აფროდიტე - სამი უძლიერესი ქალღმერთი - ჩხუბს იწყებს.

ვის ეკუთვნის ეს ვაშლი?

ჰერა ზევსის მეუღლე და ძალაუფლების ქალღმერთია; ათენა - სიბრძნისა და ომის; აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზის

თითოეული დარწმუნებულია, რომ ვაშლი მას ეკუთვნის.

ზევსი არ ერევა და გადაწყვეტილებას პარისს - ტროას პრინცს - აკისრებს.

პარისის წინაშე ჩნდება სამი ქალღმერთი.

ზურაბ წერეთელი

ჰერა მას ძალაუფლებას პირდება. ათენა - სიბრძნეს. აფროდიტე - მსოფლიოს ულამაზესი ქალის სიყვარულს.

პარისი სიყვარულს ირჩევს, მაშასადამე უმშვენიერესი აფროდიტე ხდება.

და აქ არის ერთი მაგრამ. მსოფლიოს ულამაზესი ქალი - ელენა - უკვე სხვისი ცოლია. ეს სხვა კი სპარტის მეფე მენელაოსია.

აფროდიტე სიტყვას ასრულებს. ის აწყობს პარისისა და ელენეს შეხვედრას. ელენეს სიყვარული ეუფლება, ტოვებს ქმარს და პარისთან ერთად ტროაში გარბის.

ანტიკურ სამყაროში ადამიანი არის ღმერთების პროექტი

ოლიმპზე ელენეს ქმარს თავისი მფარველები ჰყავს. 

დადევნების დროს მენელაოსის გემებს ზღვის ღმერთი პოსეიდონი იცავს შტორმისგან და სახიფათო კლდეებისგან.

ჰერა და ათენა, პარისის გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილნი, ღიად გადადიან ბერძნების მხარეს.

ისინი იცავენ მენელაოსს ბრძოლაში; უბიძგებენ მას ჰექტორთან დუელში; აძლევენ მას ძალას ელენეს დასაბრუნებლად,  აშვებინებენ შეცდომებს ტროელებს. 

აქილევსიც ამ ომში ღმერთების ინსტრუმენტი ხდება. მან იცის რომ ამ ომში მოკლავენ, თუმცა, იცის, სიკვდილი მას სახელის უკვდავებას მოუტანს, ამიტომაც მოკლე სიცოცხლეს ირჩევს დიდების სანაცვლოდ.

პატარა ოქროს ვაშლი გადაიქცა ათასობით გემად,  ათიათასობით მეომრად,  ათწლიან ომად, ტროას ნგრევად.

ოდისეაშიოდისევსის მთელი მოგზაურობა არისღმერთების ნებით გამოწვეული ტანჯვა

პოსეიდონი სჯის; ათენა იცავს; ზევსი წყვეტს

ოდისევსი ჭკვიანია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ღმერთები იღებენ.

ანტიკურ სამყაროში ადამიანი არის ღმერთების პროექტი. მისი ღირსებაა არა თავისუფლება, არამედ ზეციურ ნების მსახურება.

და ეს არის ზუსტად ის ფორმულა, რომელსაც ქრისტიანობა რადიკალურად ცვლის.


ღმერთების ნაცვლად ერთი ღმერთი

ქრისტე ადამიანს ეუბნება რომ მას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ომში წასვლა და სიკვდილი არ არის აუცილებელი. სულის უკვდავსაყოფად მან თავად უნდა აირჩიოს ცოდვები და ჯოჯოხეთი სურს საკუთარი სულისთვის თუ სიყვარული და სამოთხეარჩევანი დედამიწაზე კეთდება.

ათი მცნება ქრისტიანობის მთავარი პროექტი ხდება

ზეციური სამყაროსთვის მზადება დედამიწაზე იწყება. და მას უკვე ღმერთები კი არა, ადამიანები თავად საკუთარი არჩევანით განსაზღვრავენ.

ათი მცნება ქრისტიანობის მთავარი პროექტი ხდება.

მონე

ანტიკურობაში: „დაემორჩილე ბედს“.

ქრისტიანობაში: „აირჩიე გზა.

მაგრამ ეს ის არჩევანი არ არის რომელსაც უკვე მოგვიანებითც ადამიანს ლიბერალიზმი შესთავაზებს.


ერთი ღმერთიც უნდა მოკვდეს

ლიბერალური ადამიანი აღარ ამბობს: „მე უნდა ვიყო კარგი, რომ გადავრჩე.

ის ამბობს: „საზოგადოება უნდა შეიცვალოს, რომ მე კარგად ვიყო.“

ეს არის მორალური გადატრიალება - ცოდვა აღარ არის პრობლემა.

ლიბერალიზმი არ ცნობს ღმერთს როგორც საზოგადოებრივ ავტორიტეტს

ისინი ადამიანს ლოცვის ნაცვლად სთავაზობენ შრომას, რწმენის ნაცვლად - კარიერას; ხსნის ნაცვლად - წარმატებას

ადამიანს არწმუნებენშენ თვითონ ხარ შენი ბედის შემქმნელი, არ არსებობს ზემდგომი ავტორიტეტიყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

ამიტომაც, ისინი ადამიანს ლოცვის ნაცვლად სთავაზობენ შრომას, რწმენის ნაცვლად - კარიერას; ხსნის ნაცვლად - წარმატებას.

ლიბერალური პროექტი ამბობსადამიანი არ არის სული, არ არის მორალური არსება, არ არის პასუხისმგებელი ზეციური წესრიგის წინაშე.

ლინა

ის არის სურვილების მქონე სუბიექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მაქსიმალური არჩევანი და მინიმალური შეზღუდვა.

ამიტომ ლიბერალიზმის მთავარი ღირებულება არ არის სიკეთე ან სიყვარული.

მთავარი ღირებულებაა არჩევანი.

თუმცა, ქრისტიანობისგან განსხვავებით აქ მთავარი შეკითხვაა არა ის თუ რა არის სწორი ან მორალური; არამედ, ის თუ ვინ რას ირჩევს.

თუ მთავარი არჩევანია, მაშინსქესიც არჩევანია, იდენტობაც, ოჯახიც, სიმართლეც და რეალობაც კი.

ლიბერალიზმის მიზანი ხდება გაათავისუფლოს ადამიანი ღმერთისგან.

თუ ქრისტიანობა ადამიანს ეუბნება: იტანჯე ახლა, რომ მარადიულად იცხოვრო მერე.

ლიბერალიზმი ეუბნება: ნუ იტანჯები. ზეციერ მომავალში არაფერია. ამიტომაც იცხოვრე კარგად ახლა დედამიწაზე.

ლიბერალიზმი ადამიანს ღმერთისგან ათავისუფლებს, მაგრამ იმავე დროს ქმნის სისტემას, რომელზეც ადამიანი უფრო ძლიერად ხდება დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე ღმერთზე იყო.

ფორმულა მარტივია: ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს კომფორტით და თავისუფლებით აქ და ახლა და არ უნდა დაელოდოს ცხონებას და უკვდავებას მერე და სადღაც.


იდეა -პოლიტიკური იარაღი

ეს იდეა ჯერ ვერტიკალის გარეთ ჩნდება და ჟღერს როგორც თავისუფლების დაპირება.

მოგვიანებით როცა იდეა იმარჯვებს და ვერტიკალზე ხვდება,  ძალაუფლების სისტემად ყალიბდება,

და ბოლოს იწყებს იმ თავისუფლების მართვას, რომლის სახელითაც ხელისუფლებაში მოდის.

ვერტიკალის გარეთ ლიბერალიზმი ამბობდა: სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ცხოვრებაში.

თანამედროვე ლიბერალიზმი ამბობსსახელმწიფო და ინსტიტუტები უნდა ერეოდნენ ყველაფერში - ენაში, სქესში, აზრში, მედიცინაში, ისტორიაში.

რადგან მათ აქვთექსპერტული ცოდნა“.

ლუჩიანო ფროიდი

ლიბერალიზმი ლაპარაკობს თავისუფლებაზე, მაგრამ აშენებს ყველაზე დახვეწილ კონტროლს ისტორიაში.

და როცა იდეა იქცევა ძალაუფლებად, მას ერთი პრობლემა უჩნდება: ხალხი აღარ გრძნობს, რომ თავისუფალია და თავისუფლებისთვის არსებობს.

მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი