რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი: რუმინეთი მზადაა ნებისმიერ მომენტში მოლდოვის მიერთების საკითხი სერიოზულად განიხილოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 14 იანვარი 2026, 13:25

რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის მრჩევლის ეუგენ ტომაკის განცხადებით, ოფიციალური ბუქარესტი ნებისმიერ დროს მზადაა სერიოზულად განიხილოს მოლდოვის მიერთების საკითხი.

მისი განცხადებით, „ნებისმიერმა კეთილსინდისიერმა რუმინელმა მდინარე პრუტის რომელ მხარესაც არ უნდა ცხოვრობდეს, იცის, რომ ორი სახელმწიფოს გაერთიანების საკითხი ბუნებრივი პროცესია“.

როგორც ტომაკმა აღნიშნა, რუმინეთი მზადაა ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სერიოზულად იმსჯელოს აღნიშნულ სცენარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვის რესპუბლიკა მას, როგორც ვარიანტს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბერლინში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პირადად მე მსურს გაერთიანება მოლდოვასთან“, მაგრამ სანამ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფო მოწყობის არსებულ ფორმას მხარს უჭერენ, „რუმინეთი არაფერს მოიმოქმედებს“.

2018 წლის 27 მარტს რუმინეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო დეკლარაცია მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. „ეს რუმინეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა. ის არ შეცვლილა“, - დასძინა ნიკუშორ დანის მრჩეველმა.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს
ყაველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სინდისის პატიმრები! პრეზიდენტი ხო ეგ არის!
გაყალბებული არჩევნები აშშ-ში გავრცელებული მოვლენაა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო
არქივი