გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი - მის ვერ განხორციელებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 17 იანვარი 2026, 13:32

15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ელჩის ყოველი მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის.

„15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა და ირანის ისტორიულ გამოცდილებაზე აპლიკაციური ანალოგიებით მიუთითა, თითქოსდა მსოფლიო პოლიტიკა მხოლოდ მისი თვალით არის გასაგები.

შეხვედრის დამსწრეთა ნომენკლატურა წააგავს საკულტო თეორიული სემინარის მონაწილეთა სიას: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დავით ქაშიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მომავალი დაფინანსების „პრინციპულ-სტრატეგიული კვანძი“ ლუკა მიშველაძეა, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამსახურებული წევრი.

გენიალური „გეგმა-ინოვაცია“, რომლის ავტორიც ფიშერია, უკვე გამოჟონილია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ზედმიწევნით ახორციელებენ მონიტორინგს. ელჩის ყოველი ვაბანკური, მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის. ბატონ ფიშერს შეუძლია, ცენტრისთვის განკუთვნილ ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმაზე, მეორეში კი - მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობის გამო.

კიდევ ერთი საინტერესო კონტრასტი: ვინ უფრო სასაცილოდ გამოიყურება - მუდმივად ხელმოცარული გერმანიის ელჩი ფიშერი, თუ გრელანდიაზე ამერიკელების შესაძლო თავდასხმის მოგერიების მზადყოფნაში მყოფი გერმანელი ჯარისკაცი?“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ
გიორგი ზერეკიძე- ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილი
ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
დავით ქართველიშვილი: მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
არქივი