ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარადგინეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა.
მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილი მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში დევისმა და სმოლკინმა 120,64 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 199,31 ქულით საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
შეფილდში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა – წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო მამაკაცთა შორი ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
18 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე გალა წარმოდგენა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |